(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების ფაქტს ფეისბუქზე ეხმაურება:
„აი არასოდეს ვეხები ხოლმე ასეთ თემებს, მაგრამ ყელში ამოვიდა უკვე ეს ფარისევლური სტატუსები და ამიტომ დავწერ, რომ „ახლობლებისგან " შემდგარი სადღაც სამას კაციანი ქელეხი ხომ გაიშლება და თითო მინიმუმ ას ლარს ხომ დადებს, სამარიაჟოდ ერთ 50 ლარიან თაიგულსაც ხომ მიიტანს ან უფრო ძვირიანს. სანამ ცოცხალი იყო ეს ფული რომ შეეგროვებინათ და ერთ ოთახიანი ბინა თუნდაც გირაოთი რომ აეღოთ, ქირაზე არ ეფიქრა და გული არ გახეთოდა ნერვიულობისგან და შესაძლოა კიდევ სხვა რამისგან, რომელსაც ძირითადად და უხშირეს შემთხვევაში ნერვიულობა იწვევს, დღეს შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო. გუშინ ბაქოდან ცნობა მოსულა, რომ ზუზუ როლზე დაამტკიცეს, ოღონდ დღეს დაკრძალვაა" - წერს მეგი გოცირიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე