(რეზონანსი) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ხვდება.
შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
სტუდენტების ნაწილი განათლების სამინისტროსთან სპეციალური საბჭოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით სტუდენტების მიღება ეკრძალება.
სტუდენტები საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივად აღიქვამენ.
„ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილება ყადაღის საფუძველზე მიიღეს, თუმცა აქ შეკრებილები ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური მოტივი იყო და ჩემი აზრით, სახელმწიფო თავისუფალი ნების არჩევანს გვართმევს. ეს ყველამ უნდა გავაპროტესტოთ", - აცხადებს მესამე კურსის სტუდენტი ნიკა ლეთოდია.