რეზონანსი
21.08.2018

 (რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევას ეხმაურება და მას არასერიოზულს უწოდებს. ჟვანიას განცხადებით, ცესკო-ს წევრების შერჩევისას, ყურადღება მხოლოდ მათ პროფესიონალიზმს ექცევა.

„არასერიოზულია და უფრო მეტად, ალბათ არაპროფესიონალური, როდესაც საია-ს ცალკეული წარმომადგენელი დაკავებულია ნათესაური კავშირების დადგენით, ნაცვლად იმისა, რომ დააკვირდნენ ამ ადამიანების საარჩევნო საქმიანობას. საარჩევნო ადმინისტრაცია ირჩევს ადამიანებს პროფესიული ნიშნით. ეს ადამიანების წლების განმავლობაში, შარშან, შარშანწინაც, იმის წინა წლებშიც მუშაობდნენ, აქვთ ძალიან დიდი საარჩევნო გამოცდილება და ჩვენ არ ვართ დაკავებული ნათესაური კავშირების დადგენით," - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საია-მ საარჩევნო კომისიებში არჩეული 73-ვე წევრის შესახებ ინფორმაცია შეისწავლა და დაასკვნა, რომ ხუთ შემთხვევაში არჩეული პირები „ქართული ოცნების" აქტივისტები, მხარდამჭერები არიან. 6 შემთხვევაში კი არჩეული პირები საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში არიან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×