მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენონ. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, პარტიაში არსებობს პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი კანდიდატით იყოს წარმოდგენილი. პარტია ელოდება, რომ ყველა კანდიდატი დასახელდეს და ამის შემდეგ მიიღებსსაკუთარ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. აღვნიშნეთ, რომ გუნდში მიმდინაორებს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ დისკუსია ამ საკითხზეც. "ქართული ოცნების" ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიისა და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა, აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას პარტიაში აქვს თვისი არგუმენტები. ის, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შეიძლება, ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღოს მმართველმა ძალამ მონაწილება, თუმცა, ამასთან ერთად, მეორე მხრივ, არსებობს პოზიცია, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით,“ - განაცხადა ბახტაძემ.