რეზონანსი
21.08.2018

რა­ჭა­ში, სო­ფელ სად­მელ­ში მომ­ხდა­რ სა­ზა­რელ ავა­რი­ას სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯერ ბორ­დი­ურ­ზე ავარ­და, შემ­დეგ კი ღო­ბეს და­ე­ჯა­ხა და ამის შემ­დეგ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­სთან, კაკ­ლის ხეს შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვალ­ნენ ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი და 2 მგზავ­რი. ასე­ვე და­შა­ვე­ბუ­ლია ორი პირი.

ავა­რია მსა­ხი­ობ ონი­სე ონი­ა­ნის სახ­ლთან მოხ­და. იგი  ავა­რი­ას თა­ვა­დაც შე­ეს­წრო:

ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სად­მელ­ში მაქვს სახ­ლი, სწო­რედ იქ მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. ჩვენც სა­სა­უ­წლებ­რი­ვად გა­დავ­რჩით. ეზო­ში ვის­ხე­დით,როცა ჩვენს სახ­ლთან მო­მა­ვალ ავ­ტო­მო­ბილს სა­ბუ­რა­ვი გა­უს­კდა და ტრა­გე­დია მოხ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 15 მეტ­რის და­შო­რე­ბით ვის­ხე­დით. მან­ქა­ნა­ში სულ 6 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, გვერ­დზე სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ. ერთ-ერთი მგზავ­რი, რო­მე­ლიც ამ ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ჩვენ­თან ეზო­ში გად­მო­ვარ­და. სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, ვცა­დეთ მათი გა­დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩვენც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ვურ­ჩით სიკ­ვდილს, რის­თვი­საც ღმერ­თს მად­ლო­ბას ვუხ­დი. ფაქ­ტი­უ­რად, ხემ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა", - განუცხადა ონიანმა "ამბები.ჯი"-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×