რეზონანსი
21.08.2018

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ სადმელში მოხდა. მსუბუქ ავტომობილს ჯერ საბურავი გაუსკდა, შემდეგ ბორდიურზე ავარდა, მერე ღობეს შეეჯახა და ბოლოს კი ეზოში მდგარ ხეს შეასკდა.

სამივე დაღუპული 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა. ავტომობილში მყოფი დაშავებული ორი მგზავრიც ასევე ახალგაზრდები არიან. ავა­რია მსა­ხი­ობ ონი­სე ონი­ა­ნის სახ­ლთან მოხ­და. იგი  ავა­რი­ას თა­ვა­დაც შე­ეს­წრო. მან­ქა­ნა­ში სულ 6 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, ისინი მეზობელი სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×