რეზონანსი
21.08.2018

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდისთან თბილისის აეროპორტში საქართველოს საზღვარზე შემოწმების პროცედურებზე ისაუბრა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

17 აგვისტოს თბილისი-ისპაჰანის რეისის რამდენიმე მგზავრ ქალს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ჰიჯაბის მოხდა სთხოვა, ამასთან დაკავშირებით თბილისში ირანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, ხოლო საქართველოს ელჩი თეირანში ინციდენტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და საქართველოში ირანის ელჩს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე ირანის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არსებულ პრაქტიკაზე და კიდევ ერთხელ ეცნობა, რომ გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×