რეზონანსი
21.08.2018

 რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველო შეძრა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ. მათი ცხრა წლის გოგონა, ტატა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

გოგონა შაბათს დაკრძალეს. ტატას დედა, სოციალური ქსელის საშუალებით ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს და რაც არ უნდა გასაკირი იყოს მეამაყება, თურმე წერილებიც გეამაყება, ეგეც გეამაყება, რომ გყავს ისეთი შვილი, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო და არა მარტო…

ტატაზე რა გითხრათ. ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა. ალბათ, იმიტომ რომ, მასთან ვერასდროს მოიწყენდი… ის იყო მზე, რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას…

დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის“, – წერს თიკო ჩხეიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×