რეზონანსი
21.08.2018

20-მდე სული მსხვილფეხა ცხოველი, ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდზე მწვანე საფარზე მშვიდად ძოვდა, როდესაც რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა პირუტყვი დაიჭირეს და მფლობელები დააჯარიმეს.

ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვზე პასუხისმგებოლობა, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აკისრია. ქუჩებში რქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ და ჯარიმას აკისრებენ (თუ პირუტყვი ქალაქშია, 20 ლარით ჯარიმდება მეპატრონე. თუ სკვერში-50 ლარით). ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×