
არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი არის წამება, დასკვნის მიხედვით, დაზიანებები, რომლებიც ტატუნაშვილმა მიიღო, წამების შედეგია, – ამის შესახებ "პირველ არხს" წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.
მისი განმარტებით, წამება არის მექანიზმი, რომელმაც მსხვერპლში გამოიწვია ტრავმული შოკი, რის შედეგადაც განვითარდა გულსისხლძარღვთა უკმარისობა და დადგა ადამიანის სიკვდილი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი საათი, საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ, ანუ საკმაოდ მალე დადგა სიკვდილი და ადგილი ჰქონდა ძლიერი შოკის მდგომარეობას. გადმოცემულ დოკუმენტაციაში არსად არ არის მითითებული, რომ ის არის შეყვანილი რეანიმაციიდან. თუ რეანიმაციაში გადაიყვანეს, მაშინ უნდა არსებობდეს კლინიკური დიაგნოზი, რაც გარდაცვალების საფუძველია. წამების დროს არჩილ ტატუნაშვილი იმყოფებოდა არაფიზიოლოგიურ პოზიციაში. ესეც წამების ერთ-ერთი მეთოდია. ის იყო შეკავებული და შებოჭილი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.