რეზონანსი
22.08.2018

 (რეზონანსი) ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა. აეროპორტის გზატკეცილზე მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 8 დაშავებულს დაჟეჟილობა და მოტეხილობები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×