რეზონანსი
22.08.2018

 (რეზონანსი) მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი 15 სექტემბრიდან, პიკის საათებში, სამ წუთამდე შემცირდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადი გაიზრდება, შესაბამისად საჭიროა ახალი ვაგონების დამატება.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მეტი მგზავრი მეტროთი გადაადგილდება და მეტროს მუშაობის მიმართულებით რიგი ღონისძიებები განხორციელდა - დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, განხორციელდა სარკინიგზო ხაზების იმ ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რომლებიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა, ასევე გადამზადნენ მემანქანეები, მიღებულ იქნა მემანქანეების ახალი ნაკადი, რომლებიც „თბილისის მეტროს" დაემატებიან.

„ყოველივე ამის შედეგად, 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება განსაკუთრებით პიკის საათებში. თუ ადამიანებს პიკის საათებში ლოდინი ოთხი-ხუთი წუთი უწევდათ, შესაძლებელი იქნება სამ წუთამდე დავიდეს ამ ცვლილებების შედეგად", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×