რეზონანსი
22.08.2018

 (რეზონანსი) ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში არსებობდეს ასეთი დისკუსია. მე ამას მივესალმები, არ მეჩქარება, - ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი აქვს და „ქართულ ოცნებაში" ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიებს მიესალმება. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ არჩევნებში პარტიას საკუთარი კანდიდატურა სურდეს.

„ჩემი მოლოდინი არ იცვლება ასე სწრაფად. იმედი მაქვს, რომ იქნება მათი მხარდაჭერა, მაგრამ ჩემი კანდიდატურა უკვე დაყენებულია, ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელსაც 8 სექტემბრამდე შევიტან ცესკოში და ვიქნები საპრეზიდენტო კანდიდატი. რაც ეხება იმ დისკუსიებს, რაც „ქართულ ოცნებაშია", ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში უნდა არსებობდეს ასეთი დისკუსიები. მე ამას მივესალმები. არანაირი პრობლემა არ მაქვს. არც მეჩქარება. ყველამ ვიცით, რომ დრო არის 8 სექტემბრამდე და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×