(რეზონანსი) ტელეკომპანია „ხარისხის არხის" დამფუძნებელი გიორგი ასათიანი, რომელიც ამავე არხზე თანადამფუძნებელ დავით გიორგობიანთან ერთად უძღვება გადაცემას „დასაბამიდან სასუფევლამდე მისი მეწყვილის შესახებ საუბრობს:
„დავითი მას შემდეგ გახდა მორწმუნე, რაც დედამისი გარდაიცვალა. დიდმარხვაში მოხდა უბედური შემთხვევა, ავტობუსში, სადაც ისხდნენ, ყველა დაიღუპა და მხოლოდ დავითი, მისი ძმა და მამამისი გადარჩნენ. დათომ ამის შემდეგ მიატოვა მსახიობობა დასარწმუნეობრივ გზას დაადგა, ოღონდ ერისკაცია. რადგან ჩვენ ისეთი ცოდვები გვაქვს ჩადენილი, მღვდლობის უფლება არ გვაქვს."- აცხადებს გიორგი ასათიანი „სარკესთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე