რეზონანსი
22.08.2018

 (რეზონანსი) არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი იმედოვნებს, რომ მისი შვილის მკვლელები ადრე თუ გვიან დაისჯებიან.

„მე კომპენსაციით დაინტერესებული არ ვარ. დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები, როცა იქნება მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. ალბათ მოვა ეს დრო. ეს არის ჩემი ნატვრა. დღე და ღამე ამას ვფიქრობ, რომ ისინი ვიხილო განსასჯელის სკამზე",- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშილი გაიტაცა და სასტიკად აწამა. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობილი მეორე დღეს გახდა. სასტიკად ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი კი ქართულ მხარეს თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×