რეზონანსი
22.08.2018

 (რეზონანსი) 12 წლის გოგონამ ლეღვის ნახარშით მე-2 ხარისხის დამწვრობა მიიღო. მოზარდი იმერეთის რეგიონიდან დამწვრობის ცენტრში გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მოზარდს სხეულის 40% აქვს დამწვარი, კერძოდ გულ-მკერდი, მუცელი და ქვემო კიდურები.

„პაციენტს დღეს დილით ნარკოზით შეხვევა ჩაუტარდა და იგი ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის სულ 5 შემთხვევა ფიქსირდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×