რეზონანსი
22.08.2018

 (რეზონანსი) „გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უნდა გაუქმდეს.

„IBSU-სთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უნდა გაუქმდეს! განათლება უნდა გათავისუფლდეს! თუ ვინმეს აქვს ამბიცია რომ ზუსტად იცის როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა - სამინისტროდან ქუჩაში, და გახსნან საკუთარი სკოლები / უნივერსიტეტები! ესაა ჩემი პოზიცია", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება 1 წლით აეკრძალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×