(რეზონანსი) სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ, კუპრავამ განაცხადა, გამომძიებლებს ახალი ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც კონკრეტული სამინისტროების მიერ 4 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.
„წარვადგინე მტკიცებულება, რომ 4 მილიონი ლარი მხოლოდ სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე დაიხარჯა სხვადასხვა სამინისტროების მიერ 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული საქმის მასალები თავის მტკიცებულებებით ჩავდეთ ჩემს სისხლის სამართლის საქმეში, სადაც მე სხვისი თეფშიდან ჭამას მედავებიან. მტკიცებულების ჩადების დროს, პროკურორს ვუთხარი, თუ მე მედავებით სხვისი თეფშიდან ჭამას, გამოიძიეთ 4 მილიონი როგორ დახარჯა ხელისუფლებამ 6 თვეშითქო. აღნიშნული საქმის მასალები პროკურატურას გადაუცია სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურისთვის, სადაც მე ვიყავი ახლა. სწორედ ამ საკითხზე ვიყავი დაბარებული, თუ რა ინფორმაციას ვფლობდი. მე მათ ვუთხარი, რომ აღნიშნული საქმის მასალები უფრო დეტალურად აქვს ლევან ხაბეიშვილს და „შეაჩერე კორუფციას",- განაცხადა კუპრავამ.