რეზონანსი
22.08.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს, ვიტალი გაბნიას თავში ჭიქა ჩაარტყეს, რის გამოც თანამდებობიდან გადადგა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა, რომ თავდამსხმელი დასჯილი ჯერ კიდევ არ არის.

„ბევრ თქვენგანს სმენია ინციდენტზე, ჩხუბზე ჩემი მონაწილეობით. საჭიროდ მივიჩნევ ამაზე ვისაუბრო. შელაპარაკების შემდეგ ერთ-ერთი მამაკაცი ადგა და ზურგიდან თავში ჭიქა ჩამარტყა. იძულებული ვარ თანამდებობიდან გადავდგე, რათა ჩემი ღირსება დავიცვა. ჩემი გადადგომა არ ეხება პოლიტიკურ რეალიებს", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×