(რეზონანსი) ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია, რომელიც ამჟამად „სან ხოსეში" ასპარეზობს, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა.
როგორც UEFA-ს გვერდზეა ნათქვამი, #EqualGame-ის პრემია წელს პირველად გაიცემა და ის მიმართულია იმ ფეხბურთელის წასახალისებლად, რომლებიც ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობას, მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციას უჭერენ მხარს.
ამ ჯილდოს ქართველ ფეხბურთელს 30 აგვისტოს, მონაკოში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადასცემენ.
„ჩემთვის დიდი პატივია, UEFA-მ მე ამირჩია. მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ უფლებებს, სადაც არ უნდა ვითამაშო", - განაცხადა გურამ კაშიამ,
გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.