"ამ წლის ეროვნული გამოცდების შემდეგ გამოცდების ეროვნულ ცენტრში შემოვიდა 2 200-ზე მეტი სააპელაციო განაცხადი. ყველაზე მეტი განაცხადი იყო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე უცხო ენებში. აღნიშნული რაოდენობიდან დაკმაყოფილდა დაახლოებით 20%, ანუ 400 განაცხადზე მეტი," - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, გათანაბრების პრინციპი სირთულის მიხედვით ვარიანტებს ერთმანეთს უტოლებს, რის შესახებაც ინფორმაცია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე დევს.
"ქულათა გათანაბრების პრინციპის მიხედვით, ჩვენი მიზანია, რომ ვარიანტები იყოს სირთულის მიხედვით ერთმანეთთან მაქსიმალურად მიახლოებული, თუმცა მსოფლიოში არცერთი ტესტი ერთმანეთის ტოლფასი არ არის ხოლმე.
"ვიყენებთ გაიგივების წესს; თუკი ერთ-ერთი ვარიანტი ოდნავ რთულია, მაშინ ვიღებთ ორ ვარიანტს და მას ვუთანაბრებთ რთულ ვარიანტებს. ის აბიტურიენტები, რომლებმაც ოდნავ რთული დავალება გააკეთეს, ემატებათ გარკვეული მცირე ქულა.ზოგად უნარებში გამსვლელი 24 ქულა, გათანაბრების შედეგად 22 და 23 ქულა გახლავთ, რომელიც არის საბოლოო და არ შეიცვლება," - განაცხადა ივა მინდაძემ.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილების შტანა (დამატება, გადაადგილება, წაშლა) დღეს 18:00 საათამდე შეეძლებათ.