თამარ შუკვანი
22.08.2018

 რუსეთის პირველი ეშელონის ოლიგარქებს, რომლებიც პრეზიდენტ პუტინთან "მეგობრობაში" არიან შემჩნეულნი, ასეულობით მილიონიანი აქტივები დაუყადაღეს.

საუბარია მილიარდერ ოლეგ დერიპასკასა და ვიქტორ ვეკსელბერგზე, რომლებსაც აქტივები კვიპროსზე დაუბლოკეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ოლიგარქი ამერიკის სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ აპრილში მოექცა, თუმცა იმისთვის, რომ კვიპროსს რეალური ბერკეტები ასემოქმედებინა, ვაშინგტონს სერიოზული წნეხის განხორციელება მოუწია. ეს კუნძული ზოგადად, ისევე როგორც ლატვია და დიდი ბრიტანეთი, ამერიკელების აზრით, რუსული შავი ფულის მთავარი ხაზინაა.

ოლიგარქების ზარალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ფორბსის მონაცემებით, მაგალითად, ვეკსელბერგის კაპიტალი აპრილიდან დღემდე 3 მილიარდი დოლარით შემცირდა და ახლა ის "მხოლოდ" 13,5 მილიარდს ფლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×