რეზონანსი
22.08.2018

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული. ხაბეიშვილი სუს-ში ხვალ, 14:00 საათისთვის უნდა მივიდეს.

საქმე ეხება სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაწყებულ მოკვლევას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ, სარესტორნო ხარჯებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხებს ეხება.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა "პირველ რადიოს" განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციასთან" ერთად, ერთობლივი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგებიც 14 ივლისს გასაჯაროვდა. კვლევის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან ივნისის თვემდე, სხვადასხვა სამინისტროებმა რესტორნებში 4 მილიონი დახარჯეს. ხაბეიშვილის თქმით, სუს-მა მოკვლევა კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ, ზვიად კუპრავას მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

აღნიშნულ მოკვლევასთან დაკავშირებით სუს-მა დღეს ზვიად კუპრავაც გამოკითხა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×