„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
„გურამ კაშიამ და ლევან კობიაშვილმა მთელს საქართველოს, მთელს კავკასიას სულში ჩააფურთხეს. პირველად უეფა-ს არსებობის ისტორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანს გადაეცემა მამათმავლების პრიზი. კაშია, რომელიც შეშინებული გვიმტკიცებდა, რომ ლგბტ სამკლაური შეუგნებლად გაიკეთა, დღეს აცხადებს, რომ ბედნიერია მამათმავლების პრიზის მინიჭებით.
მთელი კავკასია ჩვენ დაგვცინის და გვლანძღავს ამ ორი გარყვნილის - კობიაშვილის და კაშიას გამო. კაშიას ეს ამაზრზენი ქმედება არის მთელი ქართული საზოგადოების გამოწვევა და კავკასიელი მამაკაცების სირცხვილი. ინგუშები, ჩეჩნები, ოსები, აფხაზები, ჩერქეზები კომენტარებში ღიად წერენ, რომ კაშიას მსგავს გარყვნილს თავ-ყბას დაალეწავდნენ და ნაკრებში თამაშს აუკრძალავდნენ. იქ, სადაც კაშია ითამაშებს, იმ ნაკრების გულშემატკივრობა სირცხვილი იქნება!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.