რეზონანსი
22.08.2018

 საუდის არაბეთის მთავარმა მუფთმა აბდულაზიზ ალი შეიხმა განაცხადა, რომ შიმშილის შემთხვევაში, ქმარს უფლება აქვს საკუთარი ცოლი შეჭამოს. საუდის არაბეთის მაღალი რანგის სასულიერო პირის განცხადებით, ცოლმა ამ დროს მეუღლეს წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს.

„თუ ქმარს მოშივდა და სახლში საჭმელს ვერ ნახავს, მას უფლება აქვს ცოლის სხეულს ფრაგმენტი მოაჭრას და შეჭამოს“, – განაცხადა მუფთმა ერთ-ერთი ქადაგების დროს.

ამ განცხადებას უკვე მოჰყვა სკანდალი საუდის არაბეთში და სოციალურ ქსელებში. აბდულაზიზ ალი შეიხს ადრეც გაუკეთებია სკანდალური განცხადებები. კერძოდ, ის მსოფლიოში ყველა არაისლამური რელიგიის ტაძრის დანგრევას ითხოვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×