რეზონანსი
22.08.2018

 მარნეულში "ევროპული საქართველოს" ათეულობით წევრი პარტიიდან მიდის და "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს უერთდება. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი2“-ავრცელებს, თუმცა თავად პარტიაში ამას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მათი რიგები მხოლოდ ორმა ადამიანმა დატოვა. საუბარია პარტიის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წევრებზე.

„ან ფული შესთავაზეს, ან არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი, კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მიუხედავად იმ შოუებისა, რაც გააკეთეს. ინტერვიუებში ამბობდნენ, თითქოს ჩვენგან წავიდა ძალიან ბევრი, ასეთი რამ არ ყოფილა. პარტია დატოვა ორმა ადამიანმა“, - განაცხადა „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა აკმამედ იმამყულიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×