რეზონანსი
22.08.2018

 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩასთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა 3-4 საათის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

მამაკაცი ადიგენში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცვლის უფროსი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×