რეზონანსი
22.08.2018

 განმუხურის ფესტივალის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ზღვისპირა სოფელი მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ 150 არტისტსა და 10 ათასამდე მელომანს უმასპინძლებს. ფესტივალის მთავარი სტუმარი ”დაი ანთვორდია." 

განმუხურის სანაპიროს გასწვრივ 5 მთავარი სცენის მონტაჟი თითქმის დასრულებულია. 23 აგვისტოს საღამოს ხუთივე სცენაზე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები დადგებიან. მსოფლიო მასშტაბის არტისტებთან ერთად, სცენებს ქართველი შემსრულებლებიც დაიკავებენ.

ფესტივალის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია. მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ნარკოტიკების გავრცელება და მოხმარება წელს განსაკუთრებულად მკაცრად გაკონტროლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×