რეზონანსი
23.08.2018

 ქართული წარმოშობის ამერიკელი მხატვარი დეივიდ დათუნა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტად დანიშვნას სთხოვს. მან დახატა ბიზნესმენის პორტრეტი „ძვირფასი კარდინალი“ და პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა მილიარდერს, რომელიც ქართული პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ არის ცნობილი.

„ძვირფასო კარდინალო“, წინასაარჩევნოდ, უმორჩილესად გთხოვთ განიხილოთ ჩემი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯით არჩევნები როგორც მინიმუმ ხალისიანად ჩაივლის!“, — დაწერა დათუნამ.

მხატვარმა აღნიშნა, რომ უსაზღვროდ უყვარს საქართველო და შესანიშნავი კანდიდატი იქნებოდა. ის საკუთარ თავს უწოდებს მშვიდობისმყოფელს, და არა პოლიტიკოსს.

„მე ამერიკელი ვარ, თუმცა ჩემი ფესვები საქართველოს მიწის სიღრმიდან მოდის და მას მჭიდროდ უკავშირდება. გამომდინარე აქედან, ვთვლი, რომ საქართველო თავისუფალი განვითარების გზით უნდა წავიდეს და ამასთან ერთად დაამყაროს მჭიდრო კავშირი ყველა ქვეყანასთან. სტაბილურობის მომხრე ვარ, თუმცა მინდა რომ ეს სტაბილურობა ცოტა მხიარულიც იყოს“, — განმარტა მხატვარმა, რომელსაც "სპუტნიკი" ავრცელებს.

დეივიდ დათუნა 1974 წლის 10 თებერვალს დაიბადა. 1998 წელს 24 წლის ასაკში საქართველოდან აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული თანამედროვე მხატვარი. მისი ძირითადი ნამუშევრებია მსოფლიო ლიდერების პორტრეტები და ქვეყნების ეროვნული დროშები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×