რეზონანსი
23.08.2018

 გერმანული გამოცემა Die Welt კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტებს ეხმაურება და სტატიას აქვეტნებს სათაურით - „მერკელის კავკასიური ტურნე პუტინისთვის სიგნალია“:

„მერკელის პირველი გაჩერება თბილისი იქნება. საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მიისწრაფვის დასავლეთისკენ და ეს პროცესი უკვე 20 წელიწადზე მეტი გრძელდება. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, საქართველო უვიზო რეჟიმითა და ასოცირების შეთანხმებით სარგებლობს. თუმცა, ბევრმა ქართველმა გერმანიაში დაუსაბუთებლად მოითხოვა თავშესაფარი, კრიმინალურ საქმიანობაში ქართველების ჩართულობის მაჩვენებელიც საშუალოზე მაღალია. სავარაუდოდ, მერკელი ამ საკითხზეც ისაუბრებს“, - წერს გამოცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×