რეზონანსი
23.08.2018

 თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, რამდენიმე მთავარ საავტომობილო გზაზე საცობებია შექმნილი. გადაადგილება გართულებულია, მათ შორის, სარაჯიშვილის გამზირიდან ავჭალის მიმართულებით, აღმაშენებლის ხეივანში, მარშალ გელოვანის გამზირზე, რობაქიძის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მიმართულებით. 

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მძღოლები აცხადებენ, მიმდინარე სამუშაოების გამო მათ დიდი ხნით უწევთ საცობში ყოფნა. 

„ერთ საათზე მეტია რობაქიძის გამზირზე საცობში ვარ. არ შეიძლებოდა გზები მაშინ გაკეთებულიყო, როცა თბილისიდან ხალხი გასული იყო?“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×