რეზონანსი
23.08.2018

 თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციისას მშობლები ვალდებულნი არიან, ჯანმრთელობის ცნობაში, ე.წ. ფორმა ასში, ბავშვის აცრების ისტორიაც მიუთითონ. აღნიშნული რეკომენდაცია საბავშვო ბაღების სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროდან გასულ წელს, წითელას შემთხვევების ზრდის ფონზე მიიღო.

შესაბამისად, ბაგა-ბაღებში მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები იმ მშობლებთან, რომლებიც უარს აცხადებენ პატარების აცრაზე. თითოეულ ბაღს ჰყავს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კოორდინატორი, რომელიც ჯანმრთელობის კონტროლს ახორციელებს როგორც აღსაზრდელებში, ისე თანამშრომლებში.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის თქმით, სტატისტიკა, რამდენი აუცრელი ბავშვი ირიცხება საჯარო ბაგა-ბაღებში, სექტემბერში გახდება ცნობილი. საერთოდ, ბაღებში დაახლოებით 17 ათას ახალ აღსაზღდელს ელოდებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ქვეყნების ათეულში, სადაც წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, პირველ ადგილზე არის სერბეთი, მეორეზე უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×