(რეზონანსი) გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ ანგელა მერკელი სიტყვა ოკუპაციას საერთოდ ახსენებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტმა კონკრეტული შედეგი მოუტანოს საქართველოს, თუმცა, მე განსაკუთრებულ გარღვევას ან სიახლეებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავ, ბუნებრივია, იქნება მხარდამჭერი განცხადებები, იგივე ოკუპაციის მიმართულებით, თუმცა, არ მგონია, რომ მერკელმა სიტყვა ოკუპაცია ახსენოს საერთოდ, აქამდე უნდა დაინტერესებულიყვნენ საქართველოს ლიდერები იმით, თუ რაზე იყო საუბარი პუტინთან, თუ საქართველოზე საუბარი არ იყო, მაშინ რატომ არ იყო", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.