რეზონანსი
23.08.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები თბილისის 30-მდე სკოლის დირექტორს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა სკოლის უსაფრთხოების საკითხებია.

როგორც საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, სანამ ამ მიმართულებით კომისია დასკვნასა და რეკომენდაციას შეიმუშავებს, დღევანდელ შეხვედრაზე სკოლის უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დირექტორების აზრს მოისმენენ.

შეხვედრა, რომელიც ცოტახნის წინ დაიწყო, 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორები არ ესწრებიან. რატიანით თქმით, აღნიშნული სკოლის დირექტორები დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე დაკითხა, შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრას ისინი არ დაესწრებიან.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×