თამარ შუკვანი
23.08.2018

 უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 24 აგვისტოს კიევში დიდი სამხედრო აღლუმი იმართება; ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" უმაღლესი რადას დეპუტატი ოლეგ ბარნა აცხადებს, რომ აღნიშნულმა აღლუმმა კრემლში „მიწისძვრა" უნდა გამოიწვიოს.

"ჩვენ გვაქვს ის, რითაც შეგვიძლია ვიტრაბახოთ. აღლუმი, - ეს ყველა მოქალაქის პატრიოტიზმის საზომია, მათი ვისაც სურს ჩვენი არმიის ბრძოლისუნარიანობა ნახოს... ვფიქრობ, ჩვენი სამხედროების მსვლელობამ, ჩვენი ჯავშანტექნიკის გუგუნმა კრემლში მიწისძვრა უნდა გამოიწვიოს," - ამის შესახებ ბარნამ უკრაინულ ტელეარხის ეთერში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ეს აღლუმი ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბურია - მასში მონაწილეობს 250 ერთეული ჯავშანტექნიკა და ავიაცია. რუსეთის გულის გასახეთქად აქვე წარმოადგენენ ამეირიკის მიერ გადაცემულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს "ჯაველინი".

უკრაინელები განსაკუთრებით ამაყობენ უახლესი ჰაუბიცა "ბოგდანით", რომელიც სამიზნეს 60 კმ მანძილზე ანადგურებს. "ბოგდანი" პუბლიკას კიევში ხვალ ხრეშატიკზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართულ აღლუმზე წარუდგება.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

"გახსოვდეთ, რომ აშშ ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება, იმ დროს როდესაც ის თავის სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ ერთიანობას იცავს.

"უკრაინელ ხალხს აქვს ის, რითაც შეუძლია იამაყოს. 4 წლის განმავლობაში უკრაინა მედგრად ეწინააღმდეგება რუსულ აგრესიას, და წარმოადგენს დალოცვილ ღია საზოგადოებას, მზარდი ეკონომიკით და შეიარაღებული ძალებით, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად ძლიერია,"- უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულია ტრამპის მისალოც ბარათში.

ფოტოზე: "ჯაველინებით" აღჭურვილი ჯავშანმანქანები სამხედრო აღლუმის რეპეტიციაზე ოთხშაბათს

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×