გვანცა წულაია
23.08.2018

 დედაქალაქში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, რამდენიმე მთავარ საავტომობილო გზაზე საცობია შექმნილი. გადაადგილება გართულებულიასარაჯიშვილის გამზირიდან ავჭალის მიმართულებით, აღმაშენებლის ხეივანში, მარშალ გელოვანის გამზირზე, რობაქიძის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მიმართულებით და კიდევ ბევრ სხვა ადგილას.

შექმნილი საცობების გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხედებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საკურორტო სეზონის გამო მნიშვნელოვნად არის დაცლილი, თბილისში მოძრაობა მაინც საშინელებაა. მძღოლებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას და ამბობენ, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო მათ დიდი ხნით უწევთ საცობში ყოფნა, რაც მგზავრების კრიტიკას და კამათს იწვევს.

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ გზების რეაბილიტაცია თავისთავად დადებითია, თუმცა ყურადღება არის მისაქცევი სამუშაოების ჩატარების ვადებზე.

„ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბრის 10 რიცხვამდე საგზაო სამუშაოების ჩატარების საუკეთესო პერიოდად ითვლება და როდესაც აქ ხდება გარკვეული ცვლილებები, ეს პირდაპირ აისახება ტრანსპორტის მოძრაობაზე, ჩვენს გადაადგილებაზე და შემდგომ იქმნება ის პრობლემები, რომელიც ყველასთვის ცნობილია. ვფიქრობ, მერიამ დააგვიანა სამუშაოების დაწყება, მათ გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ ინტენსიური სამუშაო პროცესი. პრაქტიკულად, ივნისი-ივლისში მასშტაბური სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

"აქვე ჩნდება კითხვა, რამდენად ჩაეტევა ვადებში მერია, ვფიქრობ, იქნება გადაცილება... ეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შექმნის სექტემბერში. ხალხი ჩამოდის, ბრუნდება რაიონებიდან, შესაბამისად, გადაღობილი გზები საგზაო მოძრაობას ძალიან გადატვირთავს", - აცხადებს მესხიშვილი „ინტერპრესნიუსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×