რეზონანსი
23.08.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა საქართველოს მიერ ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს „უაზრო პროპაგანდისტული აქცია" უწოდა.

„ეს უაზრო პროპაგანდისტული აქციაა. ჯერ კიდევ 2012 წელს, ჟენევის დისკუსიებზე ჩვენ განვიხილეთ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ტერმინ „ოკუპაციის" გამოყენების მიზანშეწონილობა და ვერც ქართველმა, ვერც საერთაშორისო წარმომადგენლებმა ვერ დაამტკიცეს ამ ტერმინის გამოყენების მიზანშეწონილობა, მაშინ როდესაც სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ აღნიშნული ტერმინის გამოყენების სრული აბსურდულობა აჩვენა. რაც შეეხება ტატუნაშვილის გარდაცვალებას, საკმაოდ კომპეტენტურმა სამხარაულის სახელობის ცენტრმაც კი ვერ აღმოაჩინა საკმარისი საფუძველი „მკვლელობის" შესახებ დასკვნის გასაკეთებლად. ამის გამო ცენტრის თანამშრომლებს საქართველოში ძლიერი ობსტრუქცია მოუწყეს. ეს არის არაადამიანური, როდესაც ადამიანის გარდაცვალებასა და მისი ახლობლების უბედურებაზე გარკვეული ძალები საქართველოში საკუთარ პოლიტიკურ ბიზნესს აკეთებენ", - განაცხადა ჯიოევმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" შეიტანა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×