(რეზონანსი) თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს:
„მინისტრი რომელიც ჩემი შვილის მკვლელებს და საქმის გამყალბებლებს კბილებით იცავს. შოთაძე - თუ გავითვალისწინებთ დავით სარალიძის ფიზიკურ მონაცემებს აუცილებლად უნდა დაერტყათ მისთვის დანა და მოეკლათ.
გოგაშვილი - სამკაციანი ჯგუფი რომელიც მიემართებიდა სტრაზბურგში (მაჩალიკაშვილი, კილაძე და სარალიძე) არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილები და ასე შემდეგ
„შენი გუნდი არის მკვლელების დამცველი გუნდი. წამზომი ჩართულია ბატონო ვითომ მინისტრო. დავით ზაზას ძე სარალიძის მკვლელობა არავის არ შერჩება კარგად დაიმახსოვრეთ თქვე მკვლელებო.ამას გეუბნებით მე თქვენ ზაზა სარალიძე", - წერს ზაზა სარალძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე