რეზონანსი
23.08.2018

 (რეზონანსი) გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში, მისი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ამ წუთებში ანგელა მერკელი მთავრობის კანცელარიაში იმყოფება. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მასპინძლობს.

მერკელისა და ბახტაძის პირისპირ შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დღესვე, გერმანიის კანცლერი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×