რეზონანსი
23.08.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლისას, ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა სცადა.

უწყების ცნობით, სვანაძე არ დაემორჩილა სამთავრობო დაცვის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, არღვევდა უსაფრთხოების ზომებს, რკინის მესერზე გადახტა და აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მგზავრთა მოფრენის დარბაზში შესვლას აპირებდა. ჟურნალისტი სამთავრობო დაცვის წარმომადგენლებმა შეაჩერეს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და აღნიშნული პირი შემდგომი რეაგირებისთვის ეკიპაჟს გადასცეს.

საპატრულო პოლიციამ ზაზა სვანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის) დააკავა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×