რეზონანსი
23.08.2018

 (რეზონანსი) გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდგომ გამართული პრესკონფერენციისას, მერკელმა განაცხადა, „10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. ბოლოს აქ სტუმრად ზუსტად 10 წლის წინ ვიყავი. მაშინ ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და რა თქმა უნდა, 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამაში", - განაცხადა მერკელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×