რეზონანსი
23.08.2018

 (რეზონანსი) გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება, სადაც გიორგი მარგველაშვილს და მისი ადმინისტრაციის წევრებს ხვდება.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრისას განიხილება საქართველო-გერმანიას შორის არსებული დღის წესრიგის ფართო სპექტრი, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×