რეზონანსი
23.08.2018

 (რეზონანსი )საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს გერმანიის კანცერს ანგელა მერკელს შეხვდა.

ანგელა მერკელის განცხადებით, იგი მოხარულია საქართველოში ვიზიტით და ასევე მოხარულია იმით, რომ ხედავს საქართველოს ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისა და დემოკრატიის გზას.

„ვფიქრობ, თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის განმავლობაში. მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის განმავლობაში", - მიმართა გიორგი მარგველაშვილს ანგელა მერკელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×