რეზონანსი
23.08.2018

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ჯარიმები გაიზრდება და შესაძლოა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობაც გაიზარდოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორის  გიორგი არსოშვილის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. ცვლილება ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.

ამჟამად  ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების 6 თვის ვადით შეჩერებას იწვევს. სამი თვის შემდეგ კი, მძღოლს შეუძლია მართვის მოწმობის გამოცდაზე გავიდეს და ხელახლა აიღოს ან გადაიხადოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საკანონდებლო ცვლილებით, ჯარიმის ოდენობის მატებასთან ერთად, შესაძლოა, მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობაც გაიზარდოს.

„ვამზადებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საშემოდგომო სესიისთვის იქნება ინიცირებული პარლამენტში. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ გადაადგილებაზე მაქსიმალურად მკაცრი სანქციების დაწესება ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას“, – განაცხადა არსოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×