რეზონანსი
23.08.2018

 რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში, სასტუმრო “აბასთუმან რეზიდენსში” ისვენებს. პარალელურად, 12 აგვისტოს ინტერნეტ-სივრცეში, კერძოდ forum.ge-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ აბასთუმანში სასტუმროდან გამოყარეს მისი ცოლი, აუტიზმით დაავადებული შვილი და სხვა დამსვენებლები. მიზეზად კი ბიძინა ივანიშვილის ჩასვლა დასახელდა. ინტერნეტ სივრცეში სრულიად საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს ,,აბასთუმანი რეზიდენსის“ დამსვენებლებმა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სასტუმროში ვიზიტით არავინ შეუწუხებია.

“2020NEWS”-ი აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სასტუმრო ,,აბასთუმან რეზიდენსის“ გენერალურ მენეჯერს დიმიტრი გოგილაშვილს დაუკავშირდა:

“ეს არის სრული აბსურდი, რომ აუტისტით დააავადებული ბავშვი სასტუმროდან გამოვაგდეთ. ამ ბავშვის დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია და უკვე 2 წელია, ჩვენს სასტუმროში ისვენებენ. ეს ინფორმაცია კი მისმა ქმარმა შეგნებულად გაავრცელა, რა მიზნით ვერ გეტყვით. ბავშვის დედას ვთხოვე და სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა კიდეც, რომ ეს არ იყო სიმართლე. სასტუმრო ჩვეულ რიტმში მუშაობს და ბატონი ბიძინას ჩამოსვლით ხელი არავის შეშლია“, – განუცხადა ,,2020NEWS”-ს სასტუმროს მენეჯერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×