რეზონანსი
23.08.2018

სა­უ­დის არა­ბეთ­ში აქ­ტი­ვისტ ქალს სა­ჯა­როდ თა­ვის მოკ­ვე­თა ემუქ­რე­ბა. მას ში­ი­ტე­ბის მიერ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. თუ 29 წლის ის­რაა ალ-გომ­გამს სიკ­ვდილს მი­უს­ჯი­ან, ის პირ­ვე­ლი ქალი აქ­ტი­ვის­ტი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც ულტრა­კონ­სერ­ვა­ტი­ულ სა­მე­ფო­ში თავს მოჰ­კვე­თენ.

ის­რაა და მისი ქმა­რი იმ ხუთ შიიტ აქ­ტი­ვისტს შო­რის არი­ან, რომ­ლებ­საც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გამო დას­ჯი­ან - აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში მცხოვ­რე­ბი 2 მი­ლი­ო­ნი ში­ი­ტი მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბის გაზ­რდას ითხოვ­დნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ალ-გომ­გა­მის­თვის, მისი ქმრის­თვის და კი­დევ სამი მა­მა­კა­ცის­თვის სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ითხოვს. სა­უ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­სავ­ლურ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

"ნიუსვიკი" წერს, რომ სა­ბო­ლოო პრო­ცე­სი აქ­ტი­ვის­ტე­ბის საქ­მე­ზე 28 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. თუ სა­სა­მარ­თლო სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, გან­ჩი­ნე­ბას ხელს მეფე სალ­მა­ნი მო­ა­წერს და ის­რა­ას ქმარ­თან და სამ აქ­ტი­ვის­ტთან ერ­თად თავს მოჰ­კვე­თენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×