რეზონანსი
24.08.2018

 ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, გაბონის სანაპიროსთან დაკარგული გემი ნაპოვნია. ტანკერი 7000 ტონა საწვავით ამერიკულმა თანამგზავრებმა აღმოაჩინეს და ოვენდოს პორტშია შეყვანილი. გემზე საქართველოს 17 და რუსეთის 2 მოქალაქე იმყოფებოდა.

18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, დაკარგული იყო. გემთან - Pantelena IMO 9321469, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×