რეზონანსი
24.08.2018

 საქართველოში ნარკოტიკების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულებას, ბოლო თვეების განმავლობაში არა ერთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. რა იწვევს ადამიანების დამოკიდებულებას ნარკოტიკებზე და არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში ქვეყანაში არსებულ უიმედო მდგომარეობასთან, კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ჟურნალ “გზას” პასუხობს: 

ნარკოტიკებისა და ნიკოტინისკენ სწრაფვა ყველაზე მეტად იგრძნობა განვითარებად, ღარიბ ქვეყნებში, სადაც ადამიანი არარეალიზებულია, ნორმალური ცხოვრების პირობები არა აქვს და ცდილობს, ილუზიებით იცხოვროს. გამოასწორეთ ამ ხალხის სოციალური მდგომარეობა, მიეცით სამუშაო, მომავლის იმედი, სიხარული და მსგავსი პრობლემები აღარ გვექნება.

ჩვენთან კი რა ხდება? სოციალური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ხალხმაც აღარ იცის, როგორ დააღწიოს თავი მკაცრ რეალობას. ბოლო ხანებში ხომ ნამდვილი აბსურდის მოწმენი გავხდით: სიგარეტი აკრძალეს და მარიხუანა ლეგალიზებული გახადეს – არც კი ვიცი, ამას რა ვუწოდო!" - აღნიშნა კინორეჟისორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×