რეზონანსი
24.08.2018

 (რეზონანსი) გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას მერკელმა განაცხადა, რომ საქართველო უახლოვდება ნატო-ს, თუმცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ხედავს.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი, ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, მაგრამ სწორედ აი, ამ კონსტელაციაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება", - განაცხადა კანცლერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×