საერთშორისო ურთიერთობების დოქტორანტი კონსტანტინე შუბითიძე, რომლის კითხვის შემდეგაც გერმანიის კანცლერმა თსუ-ში ტერმინი ოკუპაცია გამოიყენა, აცხადებს, რომ ანგელა მერკელის პასუხით კმაყოფილია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შუბითიძემ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვლეოვანია ისეთი სახელმწიფოს ლიდერის მხრიდან, როგორიც გერმანიის კანცლერია, ზუსტი შეფასებები მიეცეს ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება.
„ჩემი კითხვა შეეხებოდა იმას თუ რატომ არ იყენებდა კანცლერი ტერმინ ოკუპაციას. ორი დღის განმავლობაში და მანამდეც ფაქტობრივად არ გამოუყენებია ეს ტერმინი და ამ კითხვაზე პასუხად ამბობდა, რომ ეს არის უსამართლობა, რაც ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სწორედ ამიტომ, მე მესამე ვიყავი ვინც ამ შინაარსის კითხვა დასვა, უბრალოდ წინა ორ შემთხვევაში თავი აარიდა და უფრო კონკრეტულად და მკაფიოდ ვკითხე რატომ არ იყენებდა ტერმინს ოკუპაციას.
ამ ტერმინის გამოყენება ძალიან მნიშვენლოვანია იმიტომ, რომ ეს არის ის ერთადერთი სწორი შეფასება, რაც შეიძლება მიეცეს აფახაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. პასუხით კამყოფილი ვარ იმიტომ, რომ მინდოდა ეს ტერმინი გამოეყენებინა, ან თუ არ გამოიყენებდა, აეხსნა რატომ არ იყენებდა", - განაცხადა კონსტანტინე შუბითიძემ.
დღეს დილიდან გერმანიის კანცლერმა ანგელა მერეკლმა თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრას გამართა. სადაც სტუდენტის დასმული კითხვი საპასუხოდ განაცხადა, რომ „ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის კანცლერის პასუხი. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მერკელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. ვითარება მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გააცნო. მერკელმა ჭოგრიტის მეშვეობით ოძისიდან საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიები დაათვალიერა.